Saturday, December 21, 2013

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღეს დეტალურად განვიხილეთ ჩვენი პროქტის პორტ ფოლიო. თითოეული საქაღალდე დაწვრილებით განვიხილეთ, გავასწორეთ შეცდომები და ავტვირთეთ ინტელის სასწავლო კურსისი ბლოგზე.
მიხარია და ამავე დროს გული მწყდება რომ ტრენინგი დასრულდა.

მერვე დღე

დავათვალიერეთ ინტელის რესურსებში ფასილიტაციის მასალები და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შევქმენი მოსწავლისათვის ფასილიტაციის მასალები.ტრენინგი იყი ნაყოფიერი და საინტერესო.

მეექვსე–მეშვიდე დღე

ოჯახური პირობების გამო მეექვსე–მეშვიდე დღეს ტრენინგს ვერ დავესწარი, რამაც გამოიწვია შეფერხება ჩემს მუშაობაში. მიუხედავად ამისა ტრენერის დახმარებით გამოტოვებული მასალა აღვიდგინე.

მეოთხე–მეხუთე დღე

მეოთხე–მეხუთე დღეს სკოლაში და ქალაქში არ იყო ინტერნეტი, ამიტომ ინტერნეტში ვერ ვიმუშავე.ამას ხელი არ შეუშლლია. ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი
განვიხილეთ ზოგადი, თემატური და მიმართულების მიმცემი კითხვები. ვიმუშავეთ ასევე შეფასების რუბრიკაზე.

პროექტის პორტფოლიო

Sunday, November 24, 2013

მესამე დღე

წარმოვადგინეთ პროექტის გეგმის შაბლონი , პირადად ჩემი გეგმის შინაარსში მქონდა ხარვეზები, ტრენერის მიერ მივიღე შენიშვნები რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ.გავეცანით ბუკლეტის მომზადების შაბლონს. ტრენინგი იყო საინტერესო და სახლში ვბრუნდები ინფორმაციით დატვირთული.

Saturday, November 23, 2013

მეორე დღე

ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ პროექტი იდეის დონეზე,მოგვცა გასათვალისწინებელი შენიშვნები. შევქმენით რეფლექსიის ბლოგი. დაგვევალა პროექტის გეგმის შაბლონის შევსება გარკვეულ ეტაპამდე, გავეცნოთ რესურსებსა და პირველ მოდულს.